Wednesday, March 15, 2017

პროექტი - რუსთაველი და შექსპირი ჩვენთან




1.პროექტის თემა:   რუსთაველი და შექსპირი  ჩვენთან

2. პროექტის მიზანი : მოსწავლეებისთვის უფრო ახლობელი გახდეს რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედება და უკეთ გააცნობიერონ  მათი შემოქმედების მნიშვნელობა.  


3. პროექტის მოკლე აღწერა: 2016 წელს მსოფლიო ორი უდიდესი ადამიანის იუბილეს აღნიშნავს. ესენი არიან შოთა რუსთაველი და უილიამ შექსპირი. წელს უილიამ შექსპირს გარდაცვალებიდან 400 წელი შეუსრულდა.  ხოლო იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამ მოვლენებს მსოფლიო სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.
პროექტის მიზანია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედება და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება უკეთ გააცნობიერონ  მათი შემოქმედების მნიშვნელობა.
ამ მიზნით, სკოლაში დაიგეგმა საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტის განხორციელება.   
პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს და ღონისძიებებს:
ა) სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა (რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედების შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები);
ბ) ექსკურსიები მუზეუმებში ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების დათვალიერებისა და გაცნობის მიზნით;
გ) ინტელექტუალური შეჯიბრი „რუსთაველი და შექსპირი“;
დ) „ვეფხისტყაოსნის მარგალიტები“  (მოსწავლის ხელით შექმნილი წიგნი, სადაც მოცემული იქნება ცნობილი მხატვრებისა და შუა საუკუნეების „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების მხატვრობის ნიმუშები აფორიზმებთან ერთად. მოსწავლეები გააფერადებენ ხელოვნების ნიმუშებს, სიუჟეტებად ააწყობენ გვერდებს და აკინძავენ);
წახალისების ფორმები
1. სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, გამოფენის მოწყობამდე, განთავსდება სკოლის სოციალურ ქსელში „რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა/www.facebook.com“ და „like“-ების საშუალებით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, ხოლო გამოფენაზე სკოლა გამოავლენს თითო-თითო გამარჯვებულს (საუკეთესო ილუსტრაციის ავტორს) ორ ასაკობრივ კატეგორიაში  —  I-VI კლასები და VII-XII კლასები. სულ გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც  დაჯილდოვდება  წიგნებითა და სიგელებით.
2. ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება სიგელით.

4.სამიზნე ჯგუფები:  I-XII კლასების მოსწავლეები.

5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

6. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ფერადი და თეთრი თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები.

7. პროექტის შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედებას, გააცნობიერებენ მათ მნიშვნელობას მსოფლიო ლიტერატურაში.


8.პროექტის ხელმძღვანელი : ლელა ქურდაძე

9. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.kurdadze@gmail.com

10. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:                  https://www.blogger.com/blogger.g?blogID=4733801390474087860#allposts/postNum=0

Monday, February 27, 2017

რუსთავის ისტორია

 რუსთავი


ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაონს ხანაში დასახლებულა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმოჩენილი წითლად შეღებილი და შავად მოხატული ჭურჭელი. ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა რამდენიმე მსხვილი დასახლება, აგრეთვე აქ აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპოვარი ცხადყოფს, რომ რუსთავის მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეღვინეობა-მევენახეობას, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი ,ბოსტნეული. განვითარებული იყო: მეთუნეობა, მელითონეობა.
განსაკუთრებით დახელოვნებულები იყვნენ მეტალურგიაში (რასაც ადასტურებს საბრძოლო იარაღების აღმოჩენა ამ ტერიტორიაზე). ასეთ განვითარებას ამ ტერიტორიაზე ლოგიკურად საქალაქო ცხოვრების ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. 

რუსთავის ქალაქად ჩამოყალიბების დროსთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება:

1) ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების მიხედვით“ ქალაქი რუსთავი უკვე არსებობდა ძვ.წ. IV საუკუნიდან. ამავე მოსაზრებას მხარს უბამს ალექსანდრე მაკედონილის ქართლში ლაშქრობის ამსახველი წყაროები. სამწუხაროდ, რუსთავი არქეოლოგიურად საფუძვლიანად არ არის შესწავლილი,რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად,რომ აქ დასახლება გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

2) არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ რუსთავი ქალაქად ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, რადგან ისტორიული წყარებით დასტურდება,რომ ალექსანდრე მაკედონელს არ ულაშქრია საქართველოში. აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი წელთაღრიცხვის ნივთები უფრო მეტია ნაპოვნი.   საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
 რუსთავი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახელს ატარებდა. IV საუკუნის შუაწლებიდან რუსთავი იწოდებოდა „ბოსტან ქალაქად“, რაც ნიშნავს უფლისწულთა ქალაქს. ეს სახელი რეალურად ასახავდა იმ ფაქტს ,რომ აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რევიანთა უფლისწულები.  IV საუკუნის ბოლოს, სამეფო კარის წარმომადგენელს გაჰყავს რუ (არხი). შესაბამისად, არხის სათავეში არსებულმა პუნქტმა „ბოსტან-ქალაქმა“ მიიღო მეორე სახელიც „რუსთავი“.

     მას შემდეგ, ქალაქის სახელმა კიდევ განიცადა ცვლილება, თუმცა „ რუსთავი“ საბოლოოდ შემორჩა.  ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა აყვავებას, მაგრამ მტრების შემოსევების გამო მალევე დასუსტდა და განადგურდა. აყვავებული ხანის რუსთავიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ რუსთავის ციხე, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება.

თანამედროვე საქართველოს რუკაზე რუსთავი, როგორც ქალაქი, 1948 წლიდან არსებობს. მისი წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოში მძიმე ინდუსტრიის მშენებლობასთან.

    XX საუკუნის რუსთავის ცხოვრება ქარხნების შენების ისტორიაა. იგი იწყება 1931 წლიდან, როდესაც გადაწყდა ამიერკავკასიის მსხვილი მეტალურგიული ქარხნის აგება. 1940 წელს მიიღეს ადგილობრივი ნედლეულისა და სათბობის ბაზაზე თბილისის რაიონში ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის აგების  გადაწყვეტილება. 1944 წელს, საბჭოს გადაწყვეტილებით მშენებლობა გადაიტანეს რუსთავის ველზე, რადგან დიდი მასშტაბის მქონე ქარხნისთვის საკმარისი ადგილი მხოლოდ აქ მოიძებნებოდა.

1948 წელს რუსთავი გამოცხადდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. აქ გამოადნეს პირველი ფოლადი, ამიაკი, თუჯი, კოქსი. ასევე რუსთავში აშენდა ბარაკის ტიპის სკოლა. რუსთავში არსებული პირველი ქართულენოვანი სკოლა  იყო ახლანდელი მეორე სკოლა.




Ensemble Rustavi - Huge Success in Taiwan