1.პროექტის თემა: რუსთაველი და შექსპირი ჩვენთან
2. პროექტის მიზანი : მოსწავლეებისთვის უფრო ახლობელი გახდეს რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედება და უკეთ გააცნობიერონ მათი შემოქმედების მნიშვნელობა.
3. პროექტის მოკლე აღწერა: 2016 წელს მსოფლიო ორი უდიდესი ადამიანის იუბილეს აღნიშნავს. ესენი არიან შოთა რუსთაველი და უილიამ შექსპირი. წელს უილიამ შექსპირს გარდაცვალებიდან 400 წელი შეუსრულდა. ხოლო იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამ მოვლენებს მსოფლიო სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.
პროექტის მიზანია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედება და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება უკეთ გააცნობიერონ მათი შემოქმედების მნიშვნელობა.
ამ მიზნით, სკოლაში დაიგეგმა საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტის განხორციელება.
პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს და ღონისძიებებს:
ა) სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა (რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედების შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები);
ბ) ექსკურსიები მუზეუმებში ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების დათვალიერებისა და გაცნობის მიზნით;
გ) ინტელექტუალური შეჯიბრი „რუსთაველი და შექსპირი“;
დ) „ვეფხისტყაოსნის მარგალიტები“ (მოსწავლის ხელით შექმნილი წიგნი, სადაც მოცემული იქნება ცნობილი მხატვრებისა და შუა საუკუნეების „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების მხატვრობის ნიმუშები აფორიზმებთან ერთად. მოსწავლეები გააფერადებენ ხელოვნების ნიმუშებს, სიუჟეტებად ააწყობენ გვერდებს და აკინძავენ);
წახალისების ფორმები
1. სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, გამოფენის მოწყობამდე, განთავსდება სკოლის სოციალურ ქსელში „რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა/www.facebook.com“ და „like“-ების საშუალებით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, ხოლო გამოფენაზე სკოლა გამოავლენს თითო-თითო გამარჯვებულს (საუკეთესო ილუსტრაციის ავტორს) ორ ასაკობრივ კატეგორიაში — I-VI კლასები და VII-XII კლასები. სულ გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება წიგნებითა და სიგელებით.
2. ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება სიგელით.
4.სამიზნე ჯგუფები: I-XII კლასების მოსწავლეები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
6. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ფერადი და თეთრი თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები.
7. პროექტის შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედებას, გააცნობიერებენ მათ მნიშვნელობას მსოფლიო ლიტერატურაში.
8.პროექტის ხელმძღვანელი : ლელა ქურდაძე
10. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com/blogger.g?blogID=4733801390474087860#allposts/postNum=0